Pages

თამბაქოს კვამლის შედგენილობა


ნახშირჟანგს (სხვაგვარად მხუთავ აირს რომ უწოდებენ) ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%- შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. მეტიციტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მათ დახურულ ავტოფარეხში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი 30 წუთით ამუშავეს, კარი გამოაღეს და გაზომვა ჩაატარეს. შემდეგ იმავე ფარეხში ერთმანეთის მიყოლებით სამად სამი სიგარეტი დაწვეს. გაგიკვირდებათ და I შემთხვევაში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დასაშვებს ორჯერ აღემატებოდა, მეორეში კი თხუთმეტჯერ(!). 
***
 
ნაფაზის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორისნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები... დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.

შხამიანი კოქტეილი
თამბაქოს კვამლი 7000-ზე მეტი ქიმიკატის შხამიანი ნარევია. მათგან, სულ მცირე, 250 ჯანმრთელობისთვის მავნებელია, 70-ზე მეტი კი _ დადასტურებულია! _ კიბოს იწვევს.
გაგაცნობთ სულ რამდენიმეს ამ შხამიანი მიქსიდან
კიბოს გამომწვევი ნივთიერებები
. ფორმალდეჰიდი _ გამოიყენება გახრწნისგან გვამების დასაცავად;
.
ბენზენი _ შედის მანქანის საწვავის შემადგენლობაში
.
პოლონიუმ 210 _ რადიაქტიური და ძალზე ტოქსიკურია;
.
ვინილის ქლორიდი _ გამოიყენება მილების წარმოებაში;
ტოქსიკური ლითონები
. ქრომი _ გამოიყენება ფოლადის წარმოებაში;
.
დარიშხანი _ იყენებენ პესტიციდებში;
.
ტყვია _ ადრე საღებავების წარმოებაში იყენებდნენ;
.
კადმიუმი _ ელემენტების წარმოებაში გამოიყენება;
შხამიანი აირები
. ნახშირბადის მონოქსიდი _ მხუთავი აირი;
.
ვერცხლისწყლის ციანიდი _ გამოიყენება ქიმიურ იარაღის წარმოებაში;
.
შარდოვანა _ შედის საწმენდ საშუალებებში;
.
ბუტანი _ იყენებენ სანთებელების სითხეში;
.
ტოლუენი _ შედის საღებავის გამხსნელებში.
ყოველთვის, როცა კვამლი ფილტვებს აღწევს ორგანიზმს მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბრძოლა უხდება. დროთა განმავლობაში კი ზიანი ამა თუ იმ დაავადებას იწვევს.
ქიმიური ნივთიერებები ჩასუნთქვიდან რამდენიმე წამში ფილტვებს რომ აღწევდა, ეს კარგა ხანია ცნობილი იყო. ახლახან კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს შხამიანი ნივთიერებები ყველა ორგანოს აღწევს.
ხელზე შემთხვევით თუ მჟავა დაგესხათ, კანი გაწითლდება, შესივდება, ბუშტუკებით დაიფარება. თუ ასეთი რამ დღეში რამდენჯერმე გამეორდა, კანი შეხორცებას ვეღარ მოახერხებს, მუდმივად გაღიზიანებული, მტკივანი, ანთებადი დარჩება. უჯრედების ანთებასა და დაზიანებას იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებებიც. როცა რეგულარულად ეწევით, დაზიანების შეხორცება შეუძლებელი ხდება.
მოწევის დროს ორგანიზმის დამცავ იმუნურ სისტემას დამატებითი მუშაობა უხდება. სისხლის თეთრი უჯრედები ამ სისტემის ჯარისკაცებია, რომლებსაც ორგანიზმი დაზიანების, ინფექციის და თვით კიბოს საპასუხოდ გამოიმუშავებს. მათი მომატებული დონე მიუთითებს, რომ ორგანიზმი მუდმივად ებრძვის თამბაქოს კვამლისგან მიყენებულ ზიანს. მუდმივი დაძაბულობა კი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ასეთმა სტრესმა შესაძლოა დაავადება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გამოიწვიოს.

No comments:

Post a Comment