Pages

რამდენად სრულდება კანონი?

  იკრძალება თუ არა სიგარეტის მიყიდვა                               
                                                      არასრულწლოვნებზე?
 ამ საკითხზე მუშაობისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადავაწყდით. სამი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებების გატარება სცადა და საჯარო სკოლებთან მდებარე მაღაზიებისა და ჯიხურების გამყიდველებს სიგარეტის გაყიდვა აეკრძალათ. შედგომში ეს აკრძალვა მხოლოდ მოზარდებისათვის თამბაქოს მიყიდვის აკრძალვით შემოიფარგლა (რაც ისედაც დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით) თუმცა, ამ აკრძალვებს დღეს თითქმის არავინ იცავს და სკოლებთან ახლოს სიგარეტი არამხოლოდ კოლოფობით, არაედ ღერობითაც კი იყიდება. სიგარეტის ღერებზე გაყიდვა მოზარდისათვის (რომელსაც მთელი კოლოფი სიგარეტის შეძენის თანხა ხშირად არა აქვს) ერთგვარ  წაქეზებადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ. 
   ჩვენს მიერ გამოკითხული მაღაზიის  გამყიდველიდან, ყველა ამბობს, რომ მათ მოზარდისათვის სიგარეტი არასოდეს მიუყიდიათ. მაგრამ, ისინიც არ გამორიცხავენ იმ ალბათობას, რომ ბავშვს ელემენტარულად შეუძლია სიგარეტი მასზე უფროს ადამიანს აყიდონოს და ასეთი შვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.

ჩავატარეთ ექსპერიმენტი . გსურდა გაგვეგო არასრულწლოვნებზე ხდებოდა თუ არა სიგარეტის მიყიდვა. აღმოჩნდა , რომ ამ ხრივ შეზღუდვა არ არსებობს. თავისუფლად შევიძინეთ სიგარეტი.





No comments:

Post a Comment