Pages

მშობლებო, ეს უნდა წაიკითხოთ!!!



 მშობლებო იყავით საკუთარი შვილებისთვის ჯანმთელი ცხოვრების გზამკვლევები!!!!!!!!

     ეს უკვე ცნობილი ამბავია, რომ ბავშვი თავდაპირველად არის ერთგვარი „ცარიელი ფურცელი", რომელზეც ინფორმაციები ძალიან ადვილად აღიბეჭდება. ამირტომ, მასზე გავლენის მოხდენაც ადვილია. მით უმეტეს, როდესაც წინა პლნზე გამოდის „აკრძალული ხილის ფაქტორი" და მოზარდი ხედავს, რომ სიგარეტის მოწევა განსაკუთრებული და მომხობვლელი გადაცდომაა.

მშობელთა უმეტეობისგან  მოვისმინეთ "ჩემი შვილი ჯერ 15 წლისაა, შევამჩნიე, რომ სიგარეტს ეწევა "ყველა მსაყვედურობს - ეს იმიტომ, რომ ცუდ მაგალითს აძლევო". "ჩვენ, მშობლები, ვეწევით, მაგრამ ნუთუ მართლა ამიტომ გაუჩნდა მოწევის მოთხოვნილება?"

თამბაქოს მიმართ მოზარდთა დამოკიდებულებაზე უდავოდ ახდენს გავლენას მშობლების მაგალითი. დედ-მამის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ  მშობლები ამაზე იშვიათად ფიქრობ. თუნდაც თქვენ - ოდესმე გიფიქრიათ საკუთარ როლზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის მოწევის პროფილაქტიკა ან თამბაქოს მიმართ ბავშვების დამოკიდებულება?
იქნებ უკვე დროა სერიოზულად დაფიქრდეთ ამაზე!!!!!!
გისაუბრიათ ამაზე შვილებთან? შეგიფასებიათ საკუთარი თავი როგორც ავტორიტეტი ან მაგალითი?
   ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები,რის მეშვეობითაც მივიღეთ შედეგები რომლებიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ გააცნობიერონ და შეაფასონ ბავშვებზე თავიანთი გავლენა და სათანადო დასკვნები გამოიტანონ. სოციოლოგიურ გამოკვლევაში 15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. გასაუბრების პარალელურად მოზარდებს ვთხოვეთ, შეევსოთ კითხვარები, რომლებიც შეიცავდა რამდენიმე კითხვას თამბაქოსადმი მათი დამოკიდებულებისა და მოწევის მიზეზების შესახებ. დასკვნები ასეთი აღმოჩნდა:
·       მშობელთა უმრავლესობას ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მოზარდთა შორის თამბაქოს წევის პროფილაქტიკას, თუმცა ამას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევენ.
·       თამბაქოს წევისაკენ მოზარდთა სწრაფვა განსაკუთრებით დედებს აშფოთებთ, უფრო - მათ, ვინც არ ეწევა. მწეველი დედები და მამები ამ პრობლემას ისე მწვავედ არ განიცდიან.
·       საერთო ჯამში, მოზარდებსაც და მათ მშობლებსაც თამბაქოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ - მოწევას მიიჩნევენ  მავნე ჩვევად, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
·       მშობლებიცა და მოზარდებიც კარგად აცნობიერებენ, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას. ქალებისა და გოგონების შეფასება უფრო მწვავეა, ისევე როგორც არამწეველი უფროსებისა და არამწეველთა ოჯახებში აღზრდილი ბავშვებისა.
·       მშობლების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ნაკლებმოსალოდნელია, დედ-მამის მაგალითმა მოზარდს მოწევის მოთხოვნილება გაუღვივოს ან თამბაქოზე უარი ათქმევინოს. მათი აზრით, კინოპროგრამების მაგალითი უფრო ძლიერ გავლენას ახდენს.
·       სინამდვილეში მწეველთა შვილები უფრო ხშირად იწყებენ თამბაქოს მოწევას. ასეთი ბავშვების ორი მესამედი მოზარდ ასაკში სიგარეტს ერთხელ მაინც უსინჯავს გემოს. არამწეველთა ოჯახებში აღზრდილთა შორის ასეთი ბავშვი გაცილებით ნაკლებია დაახლოვებით 30% .
·       მწეველი მშობლების მაგალითი მოზარდებს მოწევის ჩვევას განუმტკიცებს.
·       ბიჭები გოგონებზე ხშირად და, ამასთანავე, უფრო თამამად ეჩვევიან მოწევას.
·       გოგონები ჯერჯერობით უფრო ნაკლებად ეტანებიან სიგარეტს, მოწევასთან დაკავშირებული ტაბუ მათზე უფრო მეტად მოქმედებს.
·        მოზარდ გოგონებს შორის თამბაქოთი გატაცების ტენდენციამ შესამჩნევად იმატა.
·       მოზარდთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მშობლებმა იციან თამბაქოთი მათი გატაცების შესახებ, ამასთანავე, ვაჟები უფრო ნაკლებად მალავენ ამ ჩვევას, ვიდრე გოგონები.
·       მწეველთა შვილების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მოწევის მავნებლობაზე მშობლებთან ერთხელ მაინც უსაუბრიათ და ამის წყალობით უკეთ იციან, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას, ვიდრე 
არამწეველთა შვილებმა.
   

No comments:

Post a Comment