Pages

სასიკვდილო რიგში!!!




   რატომ დავიწყე სიგარეტის მოწევა?  30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.
   “
ნეტავ ეს ჭკუა თავის დროზე მქონოდა!” – გაიგონებთ ხშირად, თინეიჯერებს კი  ეს ასაკი იმდენად შორს ეჩვენებათ, რომ დაფიქრების ღირსადაც არ თვლიან. სამწუხარო ფაქტი: თაობებს ერთმანეთის არ ესმით. და მაინც, რატომ იწყებენ მოზარდები თამბაქოს წევას და როგორ ავარიდოთ ისინი ამ საფრთხეს?
  ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ახალგაზრდა გოგონები კი ხელში ანთებული სიგარეტითპოზიორობენ”. ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის,ხშირ შემთხვევაში ცნობისმოყვერეობის გამო ,გარემო რომელშიც ის იმყოფება გახადა თამბაქოს მომხმარებელი,ან თუნდაც იმიტომ, რომელიმე ე.წ. „ სასტავში ადგილი დაიმკვიდროს“.
 თუმცა, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ  სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებსა და მომავალ თაობასაც.
   არიან ადამიანები, რომელთაც თამბაქოს, გამოყენების მიმართ მიდრეკილება აღენიშნებათ. თუ მშობლები ეწევიან, პატარას შეიძლება დაბადებამდევე ჩამოუყალიბდეს ნიკოტინზე დამოკიდებულება, ხოლო როცა გაიზრდება და გემოს გაუსინჯავს სიგარეტს, გაცილებით ადრე მიეჩვევა მას და მეტადაც მიეჯაჭვება, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილი თანატოლი.
   
და მაინც, გენეტიკა არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველთა შვილები სიგარეტს ეტანებიან. მათ ხომ მშობლების მაგალითი აქვთ თვალწინ! შეგიძლიათ, დღედაღამ უკითხოთ მოზარდს ვრცელი ლექციები თამბაქოს მავნეობის შესახებ; ისინი გახვრეტილი შაურიანიც არ ეღირება, თუ შვილი ყოველ წუთას სიგარეტით ხელში გხედავს მშობელს. სულაც რომ არ უნდოდეს, სიგარეტს ის ქვეცნობიერად ელეგანტურობის (თუ დედა ეწევა) ან ვაჟკაცობის (როცა მამა აბოლებს) სიმბოლოდ აღიქვამსის ვერაფრით შეეგუება აზრს, რომ მშობელი არასწორად იქცევ.
ნარკოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახში სამი მწეველია, 80 პროცენტია ალბათობა, რომ მოზარდმა 12 წლიდანვე დაიწყოს თამბაქოს წევა, ხოლო თუ მის გვერდით ერთი ადამიანი ეწევა, რისკი 40 პროცენტს შეადგენს.
  თამბაქოს მოწევის ჩვევის ჩამოყალიბება უმრავლეს შემთხვევაში ხდება მოზარდობის პერიოდში.რეგულარულად მწეველი ბევშვების 80% აგრძელებს მოწევას მოზრდილ ასაკშიც.
როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ინფორმირებულნი არ არიან თამბაქოს წევით გამოწვეულ შედეგებზე და აფსოლიტურად გაუცნობიერებულად  ხდებიან თამბაქოზე დამოკიდებულნი.
მოწევა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევს. თამბაქოს მწარმოებლებმა კარგა ხანია იციან, რომ ეს მათ პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება. თანამედროვე სიგარეტები მეტ ნიკოტინს შეიცავს და ეს უკანასკნელი უფრო სწრაფად აღწევს ორგანიზმს. დანამატები, რომლებსაც მწარმოებლები აქტიურად იყენებენ, სიგარეტზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.
ფსიქიკური დამოკიდებულება თამბაქოზე  საკმაოდ გამოხატულია. ნიკოტინისადმი ვითარდება ტოლერანტობა და ფიზიკური დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი.. მწევლებს თანდათან უვითარდებათ ე.წ. ნიკოტინური სინდრომი, რომლის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს მოწევით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების გაქრობა.თამბაქოს მოხმარება სისტემატურ ხასიათს ატარებს, იზრდება მოწეული სიგარეტების რაოდენობა.ჩნდება შეგრძნება , რომ თამბაქოს მოწევა ზრდის შრომის უნარს, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას.
თანდათან მატულობს ტოლერანტობა. მოწევას აკვიატებული სურვილის ხასიათი აქვს. ფიზიკური ლტოლვის ელემენტები შეიძლება გამოვლინდეს დილის ხველის, ფიზიკური დისკომფორტის განცდის, მოწევის მუდმივი სურვილის სახით.
სომატური არაკეთილდეღეობის პირველი სიმპტომები ჩნდება ბრონქიტის, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნების, გულისცემისა და არტერიული წნევის მერყეობის სახით.. ნევროზისმაგვარი სიმპტომატიკა მსუბუქია., ზომიერი მოწევის ან თავის შეკავების შემთხვევაში სწრაფად გაივლის და გამოიხატება „ თავის დამძიმების“ უსიამოვნო შეგრძნებით,ძილის დარღვევით, გაღიზიანებადობით, შრომის უნარის გარკვეული დაქვეითებით. ნიკოტინური სინდრომის მოგვიანებით სტადიაზე ნიკოტინისადმი ტოლერანტობა ქვეითდება- მაღალი დოზები იწვევს დისკომფორტის მოვლენებს. ფსიქიკური ლტოლვა ქვეითდება, მოწევა ხდება ავტომატური.



No comments:

Post a Comment