Pages

ორსულობა და თამბაქოს კვამლი

                   
                   ორსულობა და თამბაქოს კვამლი

 თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის.
თუ თქვენ  მოიხმართ თამბაქოს თავის დანებება დაორსულებამდე რამდენიმე ხნით ადრე  საუკეთესო გამოსავალია რისკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დაორსულების შემდეგაც ქალი რაც უფრო ადრე დაანებებს მოწევას თავს, უფრო მეტად დაიცავს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებისგან საკუთარ თავს და ნაყოფს.
რა არის თამბაქოზე თავის დანებების დადებითი მხარეები?
მოწევისთვის თავის დანებება თავს უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენი ბავშვისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. როდესაც თავს ანებებთ მოწევას:
  •  უმჯობესდება ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდებამცირდება ნაადრევი მშობიარობის რისკი
  • მცირდება მოწევასთან დაკავშირებული დააავადებებისფილტვის კიბოს, გულის, სასუნთქი სისტემის  და სხვა დაავადებების რისკი.
  • იზრდება  თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
  •  ფული, რომელიც ადრე გეხარჯებოდათ სიგარეტზე შეძლებთ დახარჯოთ უფრო სასარგებლოდ
  • უმჯობესდება საკვების გემოს აღქმა
განთავისუფლდი თამბაქოს მოხმარების მავნე ჩვევისაგანახალბედა დედები, რომლებმაც ორსულობის პერიოდში თავი დაანებეს თამბაქოს მოხმარებას, ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მოწევის გაგრძელება მათ შვილს საფრთხეს აღარ შეუქმნის. ეს მოსაზრება მცდარია. ბავშვებს, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის (კვამლი, რომელიც გამოიყოფა მოწევის პროცესში) გარემოცვაში იმყოფებიან, ხშირად აქვთ ჯანმრთელობის მათ შორისსასუნთქი სისტემის მხრივ, პრობლემები და ასთმური შეტევების განვითარების (სუნთქვის გართულებით მიმდინარე დაავადება) მომატებული რისკი.
მართალია, სიგარეტზე თავის დანებება რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობა ამად ღირს.


No comments:

Post a Comment