Pages

როგორ იჭერენ სიგარეტის მწარმოებლები



  ნიკოტინი ძლიერ მიჩვევას იწვევს. ჰეროინის, კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ის ცვლის ტვინის მუშაობას და მწეველს მეტი და მეტი ნიკოტინის სურვილს უჩენს. ეს სურვილი შეიძლება იმდენად ძლიერიიყოს, რომ ადამიანმა სხვაზე ვეღარაფერზე იფიქროს.


მოწევა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევს. თამბაქოს მწარმოებლებმა კარგა ხანია იციან, რომ ეს მათ პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება. თანამედროვე სიგარეტები მეტ ნიკოტინს შეიცავს და ეს უკანასკნელი უფრო სწრაფად აღწევს ორგანიზმს. დანამატები, რომლებსაც მწარმოებლები აქტიურად იყენებენ, სიგარეტზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.
არ არსებობს მეცნიერული საბუთი იმისა, რომ ნაკლები კუპრის შემცველი, მსუბუქი, ფილტრიანი სიგარეტები ნაკლებსახიფათოა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ისინიც იწვევს მიჩვევას და ძლიერ ანალოგებზე არანაკლებ საშიშია.


რეკლამა თუ ანტი რეკლამა? რას ემსახურება ფრაზა 

სიგარეტის კოლოფზემოწევა კლავს!”


ცნობილი ფაქტია, რომმალბოროსრეკლამის სამი სახე 

სწორედ თამბაქოს წევამ იმსხვერპლა, დეივიდ მილარი 

1987 წელს გარდაიცვალა ემფიზემით, უეინ მაკლარენი 

1992 წელსფილტვების კიბოთი, ხოლო დეივიდ 

მაკლინი – 1995 წელს, ისიც ფილტვების კიბომ შეიწირა.

თამბაქოს ზოგიერთ მწარმოებელს ეცოტავება ის მავნე 

ნივთიერებები, რომელსაც თამბაქო ბუნებრივად შეიცავს 

და იმისთვის, რომ სიგარეტს მოდური მოცისფრო კვამლი

ამშვენებდეს”, მასში ნაფტალინს ამატებს, ეს 

ნივთიერება კი ნამდვილად უმძიმეს დაავადებებს 
იწვევს 

როგორიც არის მაგალითად კიბო.








No comments:

Post a Comment