Pages

თამბაქოს აღმოჩენა


თამბაქოს აღმოჩენის ისტორია



   თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ რიტუალებში და სამკურნალო მიზნით ეწეოდნენ.
თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს.
 ამერიკის ელჩმა პორტუგალიაში , ჟან ნიკომ მეზღვაურისაგან თამბაქოს თესლი იყიდა და ბურნუთთან ერთად ერთად გააგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე.ეს ორიგინალური საჩუქარი ძალიან მოეწონა ეკატერინე მედიჩს. მისი მბრძანებით საფრანგეთში დაიწყო კულტივირება და უწოდეს მას „ Nicotiana Tabacum”.
XVI საუკუნის ბოლოს ინგლისში მოდაში შემოვიდა ე.წ. საღამოები და თამბაქოს მოყვარულთათვის სპეციალური სამოსიც კი გამოიგონეს ატლასის საყელოთი და სმოკინგი უწოდეს (ინგ. smoking -მოწევა).
თამბაქოს ხმარება იკრძალებოდა როგორც საერო , ასევე სასულიერო ხელისუფლების მიერ. 1623 წელს პაპმა ურბან VIII გამოსცა ბულა, რომელშიც თამბაქოს მწეველებს ეკლესიისაგან მოკვეთით ემუქრებოდა.
1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს.
  მხოლოდ 80 წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა (საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით) თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა. თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო.
     ამერიკის სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა 1964 წლის 11 იანვარს გამოსცა 387 გევრდიანი ნაშრომი მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ. სწორედ ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებელი გახადა გაფრთხილება: “ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!”, რომელიც ამერიკაში გაყიდული ყველა სიგარეტის კოლოფს ეწერა. ახლა დადგენილია, რომ შტატებში წლიურად 434 000 ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მოწევაა.


       საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს გახლდათ დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხიანი თამბაქო კი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა.

No comments:

Post a Comment