Pages

გვიცავს კანონი?


    რამდენად გვიცავს კანონი?

   წარმოიდგინე, რომ ყოველდღე, დღეში ათჯერ ან უფრო მეტჯერაც, მოკლე, მხრჩოლავი ღერების მეშვეობით საკუთარ თავს სიცოცხლის წუთებს ჰპარავ, ხოლო კითხვაზე, რატომ არ ანებებ თავს მოწევას, მარკ ტვენის ცნობილი სიტყვებით პასუხობ: “სიგარეტისთვის თავის დანებებას რა უნდა! დამიჯერე, ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია!” დღეს მსოფლიოში თამბაქოს წევა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს ეპიდემიას ყოველწლიურად 6 მილიონამდე კაცი ეწირება. აქედან 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება.
სტატისტიკის თანახმად, თუ თამბაქოს კონტროლისთვის სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, 2030 წლისთვის ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს.

***
თამბაქოს წევის დაწყებას თავის ასოციალურობას აბრალებს. ამბობს, რომ სიგარეტი ხალხთან ურთიერთობას უადვილებს და მათთან საერთო ენის პოვნაში ეხმარება. ლაშა ქავთარაძე მეექვსე წელია ეწევა:
ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ხალხთან ურთიერთობა აქტიურად დავიწყე. ისეთი სამეგობრო წრე გავიჩინე, სადაც უმეტესობა ეწეოდა. მათი წაბაძვით ერთ-ორ ღერს მეც ვეპარებოდი. თავდაპირველად თავბრუს მახვევდა და ეს შეგრძნება ძალიან მომწონდა. შინ ამას ვმალავდი, მომწონდა, რომ საიდუმლო გამიჩნდა და საერთოდ, მთელი ესთავგადასავალიძალზე რომანტიკული მეჩვენებოდაყველაფერი იმით დამთავრდა, რომ დღეს ყოველდღიურად რამდენიმე ლარს საფერფლეში ვყრიშინაურებს არ მოსწონთ, რომ ოთახი თამბაქო კვამლში ცურავს. ხშირად მეგობრებიც მსაყვედურობენ, ვეღარ ვსუნთქავთო
  ირაკლის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ამის უფლება ნამდვილად აქვთ, თანაც არა მარტო იურიდიული, არამედ მორალურიც. თამბაქოს კვამლი არამწეველთათვის მხოლოდ დისკომფორტის წყარო კი არა, ჯანმრთელობის პრობლემათა მიზეზია. მრავალ ქვეყანაში კანონი არამწეველთა უფლებებს იცავს, თუმცა რეალურად ამ კანონით მსოფლიოს მოსახლეობის 11%-ზე ნაკლებია დაცული. ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 600 000-ზე მეტი ნაადრევი სიკვდილი სწორედ პასიური მოწევის შედეგია. მწეველთა საზოგადოებაში ჩაყლაპული თამბაქოს კვამლი არამწეველებში გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებებს, მათ შორისფილტვის კიბოს, ახალშობილთა უეცარ სიკვდილს, ნაყოფის განვითარების შეფერხებასა და წონანაკლული ბავშვის დაბადებას იწვევსთამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყებად საქართველოს მთავრობამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. კანონპროექტი გულისხმობს საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. კომისიის მიზანი ერთი თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება იქნება, რათა ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთი და სიკვდილიანობა შემცირდეს. ამით ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციას ეხმიანება, რომელსაც ის 2004 წლის 20 თებერვალს შეუერთდა. კონვენციაზე ხელის მოწერით საქართველომ საერთაშორისო ვალდებულება იკისრა, კონვენციით დადგენილი ყველა მოთხოვნა შეესრულებინა, თუმცა 2004 წლიდან დღემდე ამ ვალდებულებათა მცირე ნაწილი თუ შესრულდა. დღეს თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვანი აღსრულებისთვის ღონისძიებათა მთელი წყებაა საჭირო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტები: ჯანდაცვის სამინისტრომ პერიოდულად მოითხოვოს და რეგულარულად გამოაქვეყნოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წარმოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგიარასრულწლოვანთათვის სიგარეტის მიყიდვის, უფასოდ დარიგების, ასევე ცალკეულ ღერებად გაყიდვის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პროცედურები გამარტივდეს და საჯარიმო სანქციები გამკაცრდეს.

     გამოვკითხეთ რამოდენიმე რესპოდენტი. სახელები პირობითად დავარქვით.


გია  ათი წლის განმავლობაში აქტიური მწეველი იყო. მან სულ ახლახან, ერთი თვის წინ დაანება თავი მოწევას. ამბობს, რომ ეს პროცესი რთული და დამღლელი იყო:
მოწევა მიბაძვით დავიწყე. სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ არსებულმა გარემომ ამაში დიდი როლი შეასრულა. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო. საბოლოოდ ექიმს მივმართე. ძალიან დამეხმარა კვალიფიციური ექიმის რჩევები და პარალელურად მკურნალობა მედიკამენტით, რომლის შესახებაც არათუ მოსახლეობამ, ექიმთა დიდმა ნაწილმაც კი არაფერი იცის. სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველა დამოკიდებულს, კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან გაიაროს.
გიას მიაჩნია, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში ფასის ზრდაზე ეფექტურ როლს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა შეასრულებს.
თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ თამბაქოზე გადასახადის გაზრდა ყველაზე ეფექტური გზაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, განსაკუთრებითახალგაზრდებსა და ღარიბთა შორის. თამბაქოს 10%-ით გაძვირება მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მის მოხმარებას დაახლოებით 4%-ით ამცირებს, საშუალო და მცირე შემოსავლის ქვეყნებში კი 8%-მდე.
თამბაქოს აკრძალვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და ეკონომიკურ სარგებელს რამდენიმე გამოკვლევა ადასტურებს. მაგალითად, აშშ-ში კოლორადოს შტატ ქალაქ პუებლოში 2003 წელს საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს აკრძალვიდან 18 თვის განმავლობაში გულის შეტევასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა 27%-ით შემცირდა, როცა მეზობელ ქალაქებში მსგავსი ტენდენცია არ დაფიქსირებულა
.

No comments:

Post a Comment