Pages

მსოფლიოს სიკვდილის სტატისტიკა


 გახდები  სტატისტიკის ნაწილი!!!   დაფიქრდი ამაზე!!!



     სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებშირვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.
თამბაქოეს ერთერთი ლეგალურად გაყიდვადი პროდუქტია, რომელიც სწორად გამოყენებისას გარანტირებულ ზიანს აყენებს მის გამომყენებელ ადამიანს.
 XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

-
მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში _ ერთი.

-
ყოველი 10 მოზრდილი ადამიანიდან ერთის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.

-
თამბაქო მწეველთა ნახევარზე მეტის სიკვდილის მიზეზია (დანარჩენი "იღბლიანები" სხვა მიზეზებს ეწირებიან, ვიდრე საბოლოოდ თამბაქოს ემსხვერპლებოდნენ).

-
რვა ყველაზე გავრცელებული დაავადებიდან, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის წამყვან მიზეზებს წარმოადგენს, ექვსის რისკფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა.

-
თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებითა და გართულებებით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.

გარდაცვლილ ონკოლოგიურ ავადმყოფთა 30% თამბაქოს მოიხმარდა, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა შორის კი მწეველთა ხვედრითი წილი 80%- აღწევს.

-
ვინაიდან თამბაქოს მოხმარების დაწყებიდან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებამდე რამდენიმეწლიანი შუალედია, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილის ეპიდემია შედარებით ახალი დაწყებულია.

საშუალო სტატისტიკური მწეველი 13–14 წლით ნაკლებს ცხოვრობს არამწეველზე.
ყოველ ადამიანზე, რომელიც მოწევის გამო გარდაიცვალა, მოდის 20 მწეველი, რომელთაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ.
ყოველი მოწეული სიგარეტი ცხოვრების ხანგრძლივობას 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს.
დედამიწაზე ეწევა 1,1 მილიარდი ადამიანი, რომელბიც შეადგენენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედ ნაწილს.
იმ ადამიანების ნახევარი, რომლებიც რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა, კვდება იმავე მიზეზით: მსგავსი სიკვდილი დედამიწაზე ხდება ყოველ 8 წუთში(რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს მავნე ჩვევა კლავს დაახლ;ოებით 5 მილიონ ადამიანს).
 თუ მოწევის პოპულარობა იმავე ტემპით შენარჩუნდება მთელი 21 საუკუნის განმავლობაში, მაშინ ეს ჩვევა გახდება 1 მილიარდი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.
ყოველდღიურად მოწევას იწყებს 80–100 ათასი არასრულწლოვანი.
პლანეტის მასშტაბებით ეწევა ყოველი მეხუთე მოზარდი 13–15 წლის ასაკში.
 8– ყოველი 10 მოზარდიდან, რომელთაც მოწევის გამოცდილება აქვთ, არ შეუძლია თავის განებება ამ ჩვევისაგან.
 პლანეტის მასშტაბებით მოზარდები ყოველწლიურად სიგარეტზე 400 მილიონ დოლარს ხარჯავენ.
მეტნაკლებად მწეველ რეგიონებს 2000 წელში წარმოადგენდნენ : ევროპა(ეწეოდა მამაკაცთა 46% და ქალთა 26%), აზიური წყნარი ოკეანის რეგიონი(შესაბამისად, 69% და 8%) სამხრეთაღმოსავლეთი აზია(44% და 4%). ყველაზე მეტ სიგარეტს ეწეოდნენ ჩინეთის, ამერიკის, იაპონიის, რუსეთის და ინდონეზიის მცხოვრებლები.
ყოველწლიურად მცირდება იმ ადამიანთა ასაკი, რომლებმაც პირველად გასინჯეს სიგარეტი.
 ბევრ ქვეყანაში მოზარდები 15 წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას.
       მსოფლიო მასშტაბით მოწევა უფრო გავრცელებულია ახალგაზრდებს შორის. მაგალითად, აფრიკაში მწეველთა ნახევარზე მეტი ჯერ 35 წლისაც არაა. საფრანგეთში და ესპანეთში მწეველთა 40%– ახალგაზრდები არიან – 18–24 წლის.
       საშუალო სტატისტიკური მწეველი დღეში 15 ღერს ეწევა. ამასთან, ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მცხოვრებნი ეწევიან ყველაზე მეტს – 18 ღერს დღში. განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებნი – 14 ღერს.
ტიპიური სიგარეტი შიცავს 8–9 მილიგრამ ნიკოტინს,
სიგარა – 100–200 მილიგრამს.
5 ღერი სიგარეტი იმ რაოდენობით ნიკოტინს შეიცავს, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია.
 ყოველი მოწეული სიგარეტით ადამიანი რეალურად 1–2 მილიგრამს იღებს, დანარჩენი ნიკოტინი იწვის, ან ნამწვში რჩება.
 სიგარეტი სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შეიცავს, მაგალითად დარიშხანს, პოლონიუმს და ციანიდმჯავას. თამბაქოს კვამლი 50–ზე მეტ ქიმიურ კომპონენტს შეიცავს, რომელთა შორის 11 საშიშ კანცეროგენად ითვლება.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამერიკული თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად რეკლამაზე 10–14 მილიარდ დოლარს ხარჯავდნენ.
2005 წელს ამან შეადგინა დაახლოებით 200 დოლარი ყოველ მწეველზე, დაახლოებით 0,4 % ყოველ გაყიდულ კოლოფზე და დაახლოებით 36 მილიონი დღეში.
2000 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მოწევის პოპულარობაზე თამბაქოს ნაწარმზე რეკლამის ტოტალური აკრძალვა (სიტუაცია ანალიზირდებოდა მსოფლიოს 102 ქვეყანაში).
მთავარი დასკვნა: რეკლამის აკრძალვა ამცირებს მწეველთა რიცხვს 8 %–ით.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში თვლიან, რომ ამ ჩვევასთან საუკეთესო ბრძოლის მეთოდისიგარეტზე ფასების ზრდაა.
 თუ სიგარეტის კოლოფზე ფასი 10%–ით მოიმატებს, ზრდასრული მწეველები ეცდებიან თავი დაანებონ ამ ჩვევას და 3–10% –ით ნაკლები ადამიანი დაიწყებს მოწევას.
ასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უდავოდ მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი საშუალოდ შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილოდოზა94სიგარეტია.


ლონგვუდის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყოველწლიურად ტრილიონობით მოწეული სიგარეტის ფილტრი იყრება, და შემთხვევათა უმრავლესობაში არ ხდება მათი უტილიზაცია.
 ფილტრის ბუნებრივი გზით უტილიზაციისათვის საჭიროა 1,5 – 10 წელი. კიდევ ერთი პრობლემა იმაშია, რომ ფილტრები გაჯერებულია თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტით.

    საქართველოს შემაშფოთებელი სტატისტიკა!!!

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით
 სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%
მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%.

 სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი.

 საგანგაშო მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია,
 ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულიაიგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა

 სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ.

No comments:

Post a Comment