Pages

რატომ არის" მეორადი კვამლი "სახიფათო?




  სიგარეტისმეორადი კვამლიშეიცავს 4 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, წყალბადის ციანიდს (გაზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს) 160-ჯერ მეტი რაოდენობით, რა რაოდენობაც მიჩნეულია სახიფათოდ.
 შეიცავს იგივე რაოდენობის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რასაც ჩაისუნთქავს თვით მწეველი. ოთახის განიავება, ან ვენტილაცია ვერ დაგიცავთმეორადი კვამლისგან”. სიგარეტის კვამლი დიდხანს რჩება გარემოში (ჰაერში, ტანსაცმელსა და თმაზე) და ინარჩუნებს ტოქსიკურობას.ეს ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, როდესაც მოწევას დააპირებთ, წამით დაფიქრდით იმ საფრთხეზე, რასაც უქმნით თქვენ გარშემომყოფთ.
  სიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით.

 აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ რა ზიანს ვაყენებთ თამბაქოს მოხმარებით ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს:
1.
მოწევის და სიგარეტის ბოლვის შედეგად გამოყოფილი კვამლი 4ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ და კარცეროგენულ (კარცეროგენი იწვევს კიბოს) ნივთიერებას შეიცავს ვიდრე მწეველის ფილტვებში მოხვედრილი კვამლი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის ფილტრის გავლის შემდეგ ხვდება.
2.
საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე-12 ადამიანი პასიური წევის შედეგად გამოწვეული დაავადებებისგან მოკვდა.
3.
პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები.   3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ვინაიდან ორგანიზმი ზრდის პროცესშია და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია,ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს. სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას. თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნთქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს. მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.




No comments:

Post a Comment